14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, დღის ცენტრის თანამშრომლები და ღონისძიებით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის მ/შ ამირან ხიმშიაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ამ დღის მნიშვნელობაზე. ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა პერსონალური ასისტენტისა და შინ მოვლის პროგრამის კოორდინატორთან ერთად, ისაუბრეს სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამებზე, რომელსაც მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს.
14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წელს გამოცხადდა.