,, საზაფხულო იალაღებზე გასვლა ადგილობრივების საჭიროებების ადგილზე გაცნობას, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების, ტურიზმის, საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეების გაცნობას ემსახურება. ვიმყოფებოდი ყველა მთაში, თუმცა სეზონის დასრულებამდე, მსგავსი ტიპის აუდიენცია მოიალაღეებთან კვლავ გაგრძელდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივებს მოახლოებული ,,შუამთობის“ სახალხო დღესაწაული მივულოცო, რომელიც უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და მთის ტრადიციების შენარჩუნებას ისახავს მიზნად“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
მერთან ერთად მაწყვალთის მთაში საკრებულოს წევრი გენად მიქელაძე და ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული ვახტანგ ფუტკარაძე იმყოფებოდნენ.