გადაუდებელი დახმარების ცენტრს შუახევის სამსახურს კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი გადაეცა
31 დეკემბერი 2020
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შუახევის სამსახურს კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის მადლობის სიგელი გადაეცა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს კოვიდინფექციასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისათვის მადლობა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭრაძემ შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ ომარ ტაკიძესთან ერთად გადაუხადეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
სხვა სიახლეები
უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტში