2021 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 4 100 000 ლარს დახარჯავს.
მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა -548 900 ლარი;
მაწყვალთის და ღომას მთაზე მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 400 000 ლარი;
მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია (ბეტონის საფარის, ახალი გზის მშენებლობა, დამცავი ბაგირების მოწყობა)- 756 200 ლარი;
დაბის კეთილმოწყობა - 230 000 ლარი;
სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა (ბუთურაულის ცენტრის კეთილმოწყობის დასრულება, მაწყვალთის, ქიძინიძეების, წაბლანის, წყაროთის, ტომაშეთის და ჯაბნიძეების)- 485 000 ლარი;
მახალაკიძეების ბაგა-ბაღის და ეზოს კეთილმოწყობა -166 400 ლარი ლარი;
დღვანის ბაგა-ბაღის მშენებლობა-145 000 ლარი;
სოფლებში და სამთო იალაღებზე სასმელი წყლების მოყვანა- მოწყობა - 500 000 ლარი;
არსებული სასმელი წყლის მაგისტრალების სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია - 100 000 ლარი;
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები - 483 500 ლარი;
წყალსაყარის, დღვანის, ხიჭაურის ამბულატორიების რეაბილიტაცია - 100 000 ლარი;
ჭვანის, ტაკიძეების და ხიჭაურის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია - 125 000 ლარი;
მოსაცდელების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია - 60 000 ლარი.