საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.
25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება;
8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;
ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ შაბათ-კვირის გარდა;
25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება;
1-ლი მარტიდან კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;
1-ლი მარტიდან ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირების პირობით;
15 მარტიდან განაახლებენ მუშაობს სპორტული დარბაზები;
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან;
15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები;
1-ლი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1-ლი აპრილიდან შეძლებენ;
არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ;
ძალაში რჩება ღამის საათებში 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;
1 მარტიდან იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, დაემატება ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი;
სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი რეჟიმი შენარჩუნება.