შუახევი-ქობულეთის გარდამავალ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 15 კაცზე გათვლილი თავშესაფრის მოწყობას ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე გეგმავს.