შუახევში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ფერდსამაგრი კედლის მოწყობა დაგეგმილია 100-მდე ლოკაციაზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 803 500 ლარამდე დაიხარჯება.
ფერსამაგრი კედლების მოწყობა გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს საცხოვრებელი სახლებისა და გზების დამეწყვრის რისკის შემცირებას.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, სოფელ ნენიაში გაეცნო.