შუახევში, ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
26 ივლისი 2021
შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის 3815 მეტრ მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლებისა და მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს. აღნიშნული გზით ჩირუხის მთაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები და ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
სხვა სიახლეები
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა