საქართველოს სპორტის დამსახურებულ მუშაკს, ნოშრევან დავითაძეს 70 წლის იუბილე მიულოცეს
26 ივლისი 2021
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მუშაკს, ნოშრევან დავითაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა.
ნოშრევან დავითაძე 45 წელი მოღვაწეობდა სპორტის სფეროში, მათ შორის 40 წელი ხელმძღვანელობდა შუახევის სასპორტო სკოლას. 20 გზის ჩემპიონია მრავალჭიდში, მიღებული აქვს არა ერთი პრიზი და სიგელი.
მისი მხარდაჭერით გაიხსნა კრივის, რაგბის, მშვილდოსნობის, ქართული ჭიდაობის სექციები. მუნიციპალიტეტში საფუძველი ჩაეყარა სათხილამურო სპორტს.
ნოშრევან დავითაძემ, არაერთ ახალგაზრდა სპორტსმენს გაუკვალა გზა დიდ სპორტულ სარბიელზე.
სხვა სიახლეები
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა