დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო.
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა დაბის მიმდებარე ტერიტორია, სოფლის ცენტრები, წარმოება-დაწესებულებების ეზოები, ქუჩები, სკვერები.
აქციაში, მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის და ორგანიზაციების თანამშრომლებმა მიიღეს.
დასუფთავების აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა და მუნიციპალიტეტის სუფთა გარემოს შენარჩუნებაა.