დღეს, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მერიის სტრუქტურაში კონკურსის შედეგად შერჩეული თანამშრომლები წარადგინა და წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. შეხვედრას, მერის მოადგილეები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერიაში, საჯარო მოხელეები ღია და დახურული კონკურსის წესით შეირჩნენ. განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები, მიზნად ისახავს, უფრო ეფექტური მმართველობის პრინციპების დამკვიდრებას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და შედეგზე ორიენტირებული მართვის ხელშეწყობას.
ომარ ტაკიძის განცხადებით, თანამშრომლებს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ და თითოეული მათგანი დაკისრებულ მოვალეობებს ღირსეულად შეასრულებს.
მერმა ისაუბრა ასევე, თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობაზე, ახალი პროექტების შემუშავებასა და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციაზე.