დღეს, შუახევის მერი - ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან - ფრიდონ ფუტკარაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფურტიოს, ბუთურაულისა და ჭვანის მეჩეთში რამადან-ბაირამის ლოცვას დაესწრო და მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცა.
ამ დღეს მორწმუნეები, შეჭირვებულებს ეხმარებიან, საფლავებზე გადიან და ტკბილეული გააქვთ.
სადღესასწაულო ლოცვა მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ მეჩეთში ჩატარდა.