შუახევში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სასპორტო სკოლის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: 13 წონით კატეგორიაში, 2003 წელში დაბადებული და უმცროსი ასაკის ჭაბუკები.
გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და თასებით შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და მერის მოადგილე, რუსუდან შავაძემ დააჯილდოეს.