შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მერის მოადგილე, რუსუდან შავაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებს, გუგული თურმანიძესა და შუშანა მგელაძეს ბიბლიოთეკარის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
გუგული თურმანიძე, 1980 წლიდან დღემდე მუშაობს შუახევის საჯარო ბიბლიოთეკაში. მიღებული აქვს, მადლობის ბარათები, სხვადასხვა სიგელები, მათ შორის სიგელი, ,,რაიონის წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარი“.
შუშანა მგელაძე, ბიბლიოთეკარად, შუახევის საჯარო და სასოფლო ბიბლიოთეკაში 30 წელზე მეტი მუშაობდა. მისი ნაყოფიერი მოღვაწეობის მანძილზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუნიციპალიტეტის წიგნიერი თაობების ჩამოყალიბებაში.