მახალაკიძეებში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის. სამშენებლო სამუშაოებზე 225 000 ლარამდე დაიხარჯება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი.
2022 წელს, შუახევში ბაღების მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 651 000 ლარია გათვალისწინებული. დაგემილია ასევე, დღვანის, ნენიის ბაღების მშენებლობა და ჩანჩხალოს ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.