აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მორიგ, ტურისტული მნიშვნელობის, საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებიდან გომის მთის მიმართულებით 30 კილომეტრამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. ცემენტობეტონის საფარის მოწყობით მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია.
აღნიშნული გზა ტურისტული მნიშველობისაა, რომლითაც გურიის და აჭარის მოსახელეობა და ტურისტები კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ.