შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან და მერიის უწყების თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე, ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის, აუდიტის, ზედამხედველობისა და საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელებისგან, მოისმინეს ინფორმაციები გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ.
დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე, პრობლემურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ომარ ტაკიძემ, შესაბამის სამსახურებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება დაავალა.
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, სოფელ წელათისა და მთა ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა
შუახევის მერი, ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
შუახევში, ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი იმყოფებოდა