შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილე გურამ ზოიძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრას, მერიის სამსახურების, განყოფილებების უფროსები და ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თათბირზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, მოსახლეობის მხრიდან გამოკვეთილი საჭიროებები, მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამები, განსახორციელებელი აქტივობები და ამ დროისთვის არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
საუბარი შეეხო ასევე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ სამზადისს, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილ პროექტებსა და ახალ ინიციატივებს.