შუახევის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიან კამპანიას რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ფარგლებში, გაიმართა ფილმის ჩვენება - "სუფრაჟისტები", რომელიც ახალგაზრდებთან ერთად კინომცოდნე, სოფიკო თოქმაჯიშვილმა განიხილა.კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
კამპანიის ოფიალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ ამ პერიოდში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.
ფილმის განხილვის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა სლოგანი ,,არა ძალადობას" ფურცელზე, გადაიტანეს და სიმბოლურად ნარინჯისფერი საღებავით ანაბეჭდი დატოვეს.
ღონისძიება, ქალთა ოთახის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს