შუახევის მერიამ, წინასაახალწლოდ, სურსათისა და ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრები მოწყვლად ჯგუფებს დაურიგა.
სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი სასურსათო კალათი, 70-მდე ოჯახმა, ცხრავე ადმინისტრაციულ ერთეულში მიიღო.
საახალწლო ნობათი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, ხელმძღვანელ პირებთან ერთად , სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.