შუახევის მუნიციპალიტეტში, ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო.
საშობაო მსვლელობას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მერიის თანამშრომლები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრიდონ ფუტკარაძე შეუერთდნენ, ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცეს.
შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.