შუახევის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს.
დილიდან ეტაპობრივად იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.