შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან 2023 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წლის მთავარი პროექტები და პრიორიტეტები.
აღინიშნა რომ, 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი იძლევა საშუალებას წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდეს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სოციალური პროგრამების, საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობას.
სამუშაო თათბირზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ომარ ტაკიძემ, ყურადღება გაამახვილა გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის აუცილებლობაზე, მოსახლეობის მხრიდან გამოკვეთილი საჭიროებების დროულად მოგვარებაზე.