შუახევის მერი ომარ ტაკიძე, კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს არსებული გამოწვევების განხილვა და პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა.
კომუნალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: - სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, გარე-განათების ქსელების მოვლა-პატრონობა, მწვანე ნარგავების გაშენება, წყალმომარაგების, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და ა.შ.
ომარ ტაკიძემ, უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ყოველდღიურ რეჟიმში გაწეული მუშაობისათვის და მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეხვედრას, პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე და ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.