შუახევის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შუახევის ფილიალის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა და პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა.