შუახევის მერი, ომარ ტაკიძე სააღდგომო ლიტურგიას გამონათლევის წმ. გიორგის სახელობისა და ხიჭაურის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიაში დაესწრო და მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
სააღდგომო წირვაზე, ომარ ტაკიძესთან ერთად იმყოფებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, ქედის მერი როლანდ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.