შუახევში, ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში, ხაბელაშვილები-ხიჭაურის სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივებს გაესაუბრა.
აღნიშნულ მონაკვეთზე წყალსადენის ქსელის 2,7 კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება, მიმდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და მილების ჩაწყობა-შედუღებითი სამუშაოები.
პროექტის განხორციელების შედეგად, ახალი წყალსადენით ჭვანა-ხიჭაურის მოსახლეობა და მიმდებარე დაწესებულებები ისარგებლებენ.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. პროექტზე 395 000 ლარამდე დაიხარჯება.
პარალელურად, აღნიშნულ ლოკაციაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 6 კმ საავტომობილო გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
კონკურსი - ,,მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერეისთვის"
შუახევში მთის სტატუსის 204-ე სხდომა გაიმართა
შუახევში ,,ევროპის დღეების" ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება ,,ჩემი თვალით დანახული ევროპა" გაიმართა