მუსლიმანური სამყარო ერთთვიანი მარხვის შემდეგ რამადან-ბაიარამის დღესასწაულს აღნიშნავს.
შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატ, ფრიდონ ფუტკარაძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჭვანის მეჩეთში რამადან-ბაირამის ლოცვას დაესწრო და მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცა.
ამ დღეს მორწმუნეები, შეჭირვებულებს ეხმარებიან და პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს. სადღესასწაულო ლოცვა მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ მეჩეთში ჩატარდა.