შუახევში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია მოეწყო.
აქციის ფარგლებში დაირგო დეკორატიული მცენარეები და პალმის ნერგები.
ღონისძიებაში თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საჯარო მოხელეები, კომუნალური სამსახურის თანამშრომლები და სოციალური დასაქმების პროგრამაში ჩართული მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
აქციის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოსდაცვით საკითხებში.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ღონისძიებას ყოველწლიურად მრავალი მოხალისე და ორგანიზაცია უერთდება, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას ახორციელებენ.
2023 წლის კამპანიის სლოგანია - ,,გავხდეთ ჩვენი პლანეტის ინვესტორები".