მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და მთიანი აჭარის ინტელექტ-კლუბის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში ,,მოაზროვნე" ჩატარდა.
ინტელექტუალურ თამაშს, შუახევის მერის მოადგილე, გურამ ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კეკელიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ფრიდონ დავითაძე ესწრებოდნენ.
შეჯიბრში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლის და ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეები მონაწილეობდნენ. სულ ასპარეზობდა 15 გუნდი.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I-ადგილი - ,,MEMENTO MORI"; II-ადგილი ,,ევრიკა"; III-ადგილი ,,შუბანი ვეტერანები".
გამარჯვებული გუნდის წევრებს სიგელები, წიგნები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
ღონისძიებას ინტელექტუალური თამაშის ექსკლუზიურად ჩატარების უფლების მქონე პირი, ზვიად ფუტკარაძე უძღვებოდა.