შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, პირველ მოადგილე, მირიან აბაშიძესთან და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან, ალი კეკელიძესთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 27 აპრილს, ქალაქ ბათუმში დაგეგმილ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ „დასაქმების ფორუმს".
ომარ ტაკიძემ, თათბირის მონაწილეებს დასაქმების ფორუმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულება დაავალა.
დასაქმების ფორუმზე 50-ზე მეტი კომპანიის, 2000-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი, რაც ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას დასაქმების მისთვის სასურველი მიმართულებით.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:- https://www.facebook.com/events/808683727507321/?acontext=%7B%22event_action_history%22%3A[]%7D
#აჭარისდასაქმებისფორუმი2023
#დასაქმებისფორუმი