შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს" რიგით 180-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.
მათგან, 13 მოქალაქეს მიენიჭა მთის სტატუსი, 1 მოქალაქეს შეუწყდა, 3 მოქალაქის საკითხი შესასწავლად გადაიდო, ხოლო 4 მოქალაქეს უარი ეთქვა სტატუსის მინიჭებაზე სხვადასხვა მიზეზების გამო.
დღეის მონაცემებით, შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭებული აქვს სულ 14 281 მოქალაქეს.
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, სოფელ წელათისა და მთა ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა
შუახევის მერი, ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
შუახევში, ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი იმყოფებოდა