შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს - ,,მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებითი სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერეისთვის".
პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა; ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" შორის, რომლითაც პროგრამის ბიუჯეტი 25 000 ლარით გაიზრდა, ჯამში შეადგენს 40 000 ლარს, რაც მეტ ბენეფიციარს მისცემს შესაძლებლობას თავიანთი იდეა აქციონ რეალობად.
ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე:
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე:
განაცხადების მიღების ბოლო ვადა ამა წლის 21 ივლისი, 17:00 სთ.
განცხადების შემოტანის წესი: შუახევის მერიის კანცელარია ელფოსტაზე მოწოდება: kancelaria.shuakhevi@gmail.com
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია: https://www.facebook.com/profile.php?id=100041972446655
ტელეფონი: 591 98 20 19