შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხაბელაშვილების კულტურის სახლში ანსამბლ ,,დიდგორის" კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ჭვანა" და შუახევისა და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
აჭარაში, დიდგორის საკონცერტო ტურნე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, სამინისტროსა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.