აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ღია მმართველობის ფარგლებში, ფუნქციონირებს ჩართულობის ცენტრი და ონლაინ პლატფორმა "chaerte.sca.ge."
უმაღლესი საბჭოს წევრმა, მარინე გვიანიძემ შუახევის თვითმმართველობისა და მერიის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან, ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა ,,ვებპლატფორმა და მისი გამოყენებით ონლაინ სერვისების მიღების ფორმების გაცნობა უმაღლეს საბჭოში", რომლის მიზანია მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში.
შეხვედრას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.