შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების მეხუთე მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით - ,,სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები" გაიმართა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.
კონფერენციაში მონაწილეობდა 160 პედაგოგი, მათ შორის მოხსენებები წარმოადგინა 79-მა. კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, რესურსცენტრის თანამშრომლები, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
კონფერენცია შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და შუახევის მერიის, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.