შუახევში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.
პატარებს დღესასწაული შუახევის მერის პირველმა მოადგილე, მირიან აბაშიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ მიულოცეს, ბედნიერი და წარმატებული მომავალი უსურვეს.
ბავშვების საზეიმო განწყობაზე ანიმატორებმა, ზღაპრის გმირებმა და ჯამბაზებმა იზრუნეს. ღონისძიება მუსიკალურად ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის მუსიკალურმა ბენდმა, ,,117" გააფორმა და პატარებს მრავალფეროვანი რეპერტუარით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელები სხვადასხვა გასართობი თამაშებით.
დასასრულს ყველა მონაწილე ბავშვს საჩუქრად ნაყინი გადაეცა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ ბედნიერ მომავალს.