შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილესთან გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან, საკრებულოს წევრთან ფატი ჭაღალიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად სოფელ ინწკირვეთში გაეცნო.
პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფანჩატურს, წისქვილს, მემორიალს. დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა ბეტონის საფარი, სველი წერტილები, წყლის კუთხე და მემორიალი.
სამუშაოებს შპს „გიკუ 2010" ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 43 333 ლარს შეადგენს. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
მიმდინარე წელს, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 620 000 ლარამდე დაიხარჯება. განახლებული ინფრასტრუქტურით ასევე ისარგებლებენ წაბლანის, ჯაბნიძეების, დარჩიძეების, ახალდაბის, ნიგაზეულის, წელათისა და უჩამბის მოსახლეობა.