შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სოფლებში არსებულ საჭიროებებზე, მათი გადაჭრის გზებსა და პერსპექტივებზე.
განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, საზაფხულო იალაღებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და ელექტროენერგიის უზრუნველყოფის, სოფლებში გარე განათების ქსელის, უკანონო ნაგავსაყრელების მოწესრიგების საკითხები, რაზეც რწმუნებულება მიიღეს შესაბამისი დავალებები.
ყურადღება გამახვილდა ასევე, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, ტურისტული ლოკაციებისა და საპიკნიკე ადგილების მოწესრიგებაზე.
სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე და რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.