შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოს საავტომობილო გზის 3, 5 კმ. სიგრძის მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით გზასთან ერთად მოეწყობა ხელოვნური და დამცავი ნაგებობები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბეტონის საყრდენი კედლების, გაბიონის, ზღუდარების და სანიაღვრე არხების მოწყობა. ასფალტობეტონის საფარის დაგების შემდეგ მოხდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაა, რომელიც უკავშირდება გომარდულის საკურორტო ზონას, ბარათაულის თემს, სოფელ სხეფსა და თერნალს.
პროექტის ღირებულება შეადგენს 1 999 994 ლარს. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ივლისის თვეში.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, შუახევის მერთან ომარ ტაკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი დავითაძესთან, დეპარტამენტის სპეციალისტებთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.