შუახევში, 2022-2023 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტების ღონისძიებების შემაჯამებელი პრეზენტაცია და მუნიციპალურ საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიალს, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძემ, წარმატებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს კონკურში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კონკურსი, სამოქალაქო განათლებაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში, მერიის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის 807 მოსწავლე მონაწილეობდა.
საპრიზო ადგილზე გასულ 29 მოსწავლეს სიგელი და ბიბლუსის ვაუჩერი, ხოლო სკოლებს, მასწავლებლებს, რესურსცენტრისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობის ბარათები გადაეცათ.
ასევე, მათემატიკის კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსაწვლეებს სტიპენდიის სახით ერთჯერადი ფულადი ჯილდო, ქველმოქმედი ედუარდ ფუტკარაძის სახელით გადაეცემათ.
ღონისძიების მხარდამჭერი: შუახევის თვითმმართველობა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაცია;
ღონისძიების ორგანიზატორი: შუახევის რესურსცენტრი.