ნენიის საჯარო სკოლაში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შორის ინტელექტუალური თამაში ,,მოაზროვნე" ჩატარდა.
ინტელექტუალურ თამაშს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ინტელექტუალური თამაშის ,,მოაზროვნე" ექსკლუზიურად ჩატარების უფლების მქონე პირი ზვიად ფუტკარაძე უძღვებოდა.
საკმაოდ საინტერესო ტურნირის შემდეგ პირველი ადგილი ბრილის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ჭვანისა და დღვანის საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ბრილის საჯარო სკოლის გუნდს, თვითმმართველობისგან ფულადი ჯილდო 500 ლარი გადაეცემა.
ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო საქართველოს ლიბერთის ბანკმა.
ღონისძიების ორგანიზატორი:- შუახევის რესურსცენტრი.