შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, დღვანის თემის მაჟორიტარ დეპუტატთან, ემზარ აბაშიძესთან ერთად, ქიძინიძეების თემის სამედიცინო პუნქტის მედდას, ეთერ ფუტკარაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა, მედიცინის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ეთერ ფუტკარაძე 60 წელია კეთილსინდისიერად ემსახურება სამედიცინო სფეროს. 80 წლის ასაკშიც კი თავს არ ზოგავს და სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მის ხელშია გაჩენილი 200-ზე მეტი ახალი სიცოცხლე.
ომარ ტაკიძემ, ქალბატონ ეთერს ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და წარმატებები უსურვა.