შუახევის სპორტულ ცენტრში, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი - ქართულ ჭიდაობაში ჩატარადა.
ხსოვნის ტურნირში მონაწილეობას იღებდა 2009-2011 წლებში დაბადებული შუახევის, ქედისა და ქობულეთის 32-მდე სპორტსმენი.
საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს მედლები და სიგელები გადაეცათ. ხოლო პირველ ადგილზე გასულ შუახევისა და ქობულეთის სპორტსმენებს თასები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შუახევის მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი დავითაძე და გიორგი კეკელიძე.