იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მეწარმე ქალებთან და მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
დამსწრე აუდიტორიას, მისასალმებელი სიტყვით მიმართა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე - ქეთევან მურადაშვილმა.
შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია იურიდიული დახმარების პარალეგალებმა ია გორგაძემ და სანდრო კიკნაძემ, რომლებმაც ისაუბრეს ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და ნაადრევი ქორწინების შესახებ.
გარდა ამისა, დიდი ყურადღება დაეთმო იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციებს, დახმარების გაწევის კრიტერიუმებს და სხვა სამართლებრივი საკითხების განხილვას, რომელთა ცოდნა აუცილებელია მოსახლეობისათვის თავიანთი ინტერესების დასაცავად.