საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი" 2023 წლის გამარჯვებული, შუახევის მუნიციპალიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე, მამუკა ცინცაძე გახდა.
მამუკა ცინცაძეს, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის" ავტორთან და წამყვანთან გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, გამარჯვება მიულოცა, წარმატება უსურვა და ფულადი ვაუჩერი გადასცა.
დაჯილდოებას ასევე ესწრებოდნენ: მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძე, რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები და ოჯახის წევრები.
საგანმანათლებლო პროექტში გამარჯვებულს, დიპლომი და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი "ეტალონი"-ს 2022 წლის გამარჯვებული საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლე იყო.