21 ივლისი, 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის, ამირან მამალაძის დაბადების დღეა! მას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა.
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, თვითმმართველობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ამირან მამალაძის საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
ამირან მამალაძე, აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბარათაულში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.