შუახევში, აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დირექტორი, ბაქარ ჩიტაია და კომპანიის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
სტუმრები, შუახევის მერთან ომარ ტაკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სპორტის სფეროში დასაქმებულებს შეხვდნენ, განიხილეს სპორტის სფეროში არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები დასახეს.
დაათვალიერეს, ახლად გახსნილი FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი და სპორტული ცენტრი. სპორტული ცენტრის ფეხბურთის სექციის აღსაზრდელებს საჩუქრად ბურთები გადასცეს.