შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან, ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.
განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების საამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა.
ყურადღება გამახვილეს, კაპიტალური ტრანსფერით გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტენდერების დროულად გამოცხადებაზე.
ისაუბრეს, ტრადიციული სახალხო დღესასწაულის შუამთობის მომზადება - ჩატარების, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამის მიმდინარეობასა და სოფლებში შეჭირვებული ოჯახების დახმარებაზე.
ომარ ტაკიძემ თათბირის მუშაობა შეაჯამა და აღინიშნა, რომ 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს.
ხორციელდება ასევე, რეგიონის სხვადსხვა უწყებების მიერ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ადგილობრივებისა და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ საჭიროებებს წარმოადგენს.