მუნიციპალური პროგრამის ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების" კონკურსის ფარგლებში სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რუსუდან შავაძე ხელმძღვანელობდა.
პროგრამის ფარგლებში სულ 17 განაცხადი შემოვიდა. კომისიის წევრებმა იდეები განიხილეს და იმსჯელეს პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებთან შესაბამისობაზე.
მე-2 ეტაპზე გადასული კონკურსანტები ბიზნეს-გეგმებს წარადგენენ, მანამდე ჩაუტარდებათ ტრენინგი თემაზე: ,,პროექტების წერა".
პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.